რატომ გვეყინება ხელი, რომლითაც “მაუსს” ვარეგულირებთ?


პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს “პრობლემა” თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს, ვისაც კი ნახევარ საათზე მეტ ხანს უწევს კომპიუტერთან ყოფნა.

closeup-of-a-male-s-hand-working-on-a-computer-mouse-man-pixmac-picture-36753467

ხელი გვიცივდება იმიტომ, რომ ერთ პოზიციაში გვაქვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მკვეთრი მოძრაობის გარეშე. როდესაც სისხლძარღვები იკუმშება, სისხლი ვეღარ მოძრაობს სათანადოდ, რაც იწვევს ხელის გაცივება. ბევრ ადამიანს აქვს პრობლემა დიაბეტისა და ართრიტის დროს ცივ ხელებთან დაკავშირებით იმის გამო, რომ სისხლი ვერ მოძრაობს სათანადოდ სისხლძარღვებში.

როგორც აღვნიშნე, ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს და მის მოსაგვარებლად გამოიგონეს ე.წ. თბილი “მაუსის” დასადები (warm mouse pads). ამ დროს თქვენი ხელი უფრო თბილადაა, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში.

thanko-usb-futon-heated-mouse-pad-1

სტუმრად ჩიიზკოში


21 მარტს ჩვენი სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ეკო ფუდის ყველის საწარმოს – ჩიიზკოს. ბავშვები გაეცნენ საწარმოს სტრუქტურას. ჩიიზკოს საწარმო ყველაზე დიდი საწარმოა კავკასიაში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით.524940_319652758157830_449462315_n 544555_319652188157887_153031403_n 599609_319652641491175_1163163566_n

სოციალური მედიის ტრენინგი 51-ე საჯარო სკოლაში


2013 წლის 16-17 მარტს 51-ე საჯარო სკოლაში სხვადასხვა კლუბის წევრებს ჩაგვიტარდა ტრენინგი სახელწოდებით “სოციალური მედია”. ჩვენი ტრენერები იყვნენ 51-ე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერი ქეთი ტატიკიანი და ჩვენი კლუბის ლიდერი ელენე შენგელია. ტრენინგი მიმდინარეობდა 5-5 საათი, ეს საათები საკმაოდ სწრაფად გავიდა. გავიგეთ, რა არის ტრადიციული და სოციალური მედია, შევქმენით ბლოგები და ვისწავლეთ მათი მართვა. ტრენინგი არ ყოფილა ჩვენთვის დამღლელი, რადგან ტრენერებმა განსატვირთად მოიფიქრეს რამდენიმე სახალისო თამაში და “ენერჯაიზერი”, ამ თამაშების წყალობით ბავშვბმა უკეთესად გავიცანით ერთმანეთი.

291718_317555681700871_230532258_n
ჩვენი ერთად მუშაობის პირველი დღე იყო გაცნობისა და მოსამზადებელი. დავარეგისტრირეთ ბლოგები და ვისწავლეთ მართი მართვა. ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით ჟურნალისტიკის ელემენტებს, წერის თექნიკას, ამბის მოყოლის ტენიკას, ვიდეო რეპორტაჟის ელემენტების და სასარგებლო პლათფორმებით სარგებლობას.
ჩვენი ტრენერი ქეთი ტატიკიანი გვეუბნება : “ეს ტრენინგი გათვლილი იყო იმაზე, რომ გესწავლათ ბლოგების შექმნა და მართვა, რადგან კლუბებში არიან ახალი ბავშვები, რომლებიც არ არიან ინფორმირებულნი ამ საკითხზე, შესაბამისად, მათ არ აქვთ იმის საკმარისი საშუალება, რომ გაავრცელონ ინფორმაცია თავისი კლუბების შესახებ”. DSCF1524
გამოკითხული ბავშვების უმრავლესობა კმაყოფილია ამ ორი დღით და აღნიშნავს, რომ ეს დღეები მათთვის მრავლისმომცემი იყო. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სერთიფიკატები გადმოგვეცა

მადლობას ვუხდით Ph International-სა და ჩვენს ტრენერებს, რომლებმაც დაგვიტოვეს ეს ორი შესანიშნავი დღე.

45379_317952924994480_1819027572_n 734472_317952861661153_420963609_n

შუალედური ღონისძიება


20 თებერვალს 45-ე საჯარო სკოლაში გაიმართა შუალედური ღონისძიება, სადაც ცამეტმა სამოქალაქო განათლების კლუბმა წარმოადგინეს წლის განმავლობაში ჩატარებული აქტივობები. ღონიძიებას ესწრებოდა ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი. იგი მოკლედ გაეცნო თითოეული კლუბის გამოფენას. პრეზენტაციაზე მან ისაუბრა დემოკრატიის მნიშვნელობაზე და თუ როგორი პროგრესი აქვს საქართველოს დემოკრატიის განვითარების კუთხით.  ღონისძიებმა წარმატებით ჩაიარა. 18272_306601519462954_1553297491_n 190223_306601542796285_1280929318_n 223578_306601066129666_1002799756_n 427211_306601296129643_446263422_n 538179_306601816129591_2015303806_n 538253_306601029463003_310676548_n 551405_306601102796329_1638403281_n 559954_306601632796276_1387016063_n

 

 

SvanSikh თბილისი მოლში


დაიწყო თბილისი მოლში სიყვარულის კვირეული….

9 თებერვალს კვირეული გახსნა SvanSikh- ის კონცერტმა.

დუეტმა წარმოადგინა როგორც ნაცნობი, ისე უცნობი კომპოზიციები….

12977_337654819679289_1944822916_n

385554_337469293031175_1152615172_n 535699_337462516365186_1719534576_n 382209_337654786345959_671312366_n

???????????????????????????????

როგორ ცხოვრობდნენ შუა საუკუნეების სასახლეში?


ბევრი ჩვენგანი ოცნებობს ცხოვრობდეს შუა საუკუნეების სასახლეში – ბევრ ჩვენგანს აქვს წარმოდგენა ამ პერიოდზე. სასახლეები მიმზიდველი და კომფორტული გახადა თანამედროვე კინოებმა, რომლების შინაარსი ხშირად რეალობას  არ ემთხვევა.

შუა საუკუნეები მოიცავს პერიოდს რომის იმპერიასა და თანამედროვე სამყაროს შორის (500 – 1500 წლები).

შუა საუკუნეების სასახლეები საკმაოდ არაკომფორტული გახლდათ, იყო ნესტი, სიცივე და ორპირი, რადგან ფანჯრებს შუშები არ ქონდათ. სასახლეში ენთო მხოლოდ 2 ბუხარი: ერთი მთავარ ჰოლში და მეორე სამზარეულოში. სასახლეს ქონდა ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა იმ პერიოდში ადამიანს – უსაფრთხოება.

თავდაპირველად სასახლეებს  მთის წვერზე ხისგან აგებდნენ  და მის გარშემო წყლით სავსე თხრილს აკეთებდნენ. ხის შენობა ადვილად იწვოდა, ამიტომ მოგვიანებით ხე ქვის ნაგებობამ ჩაანაცვლა. სასახლეს გარშემო სპეციალური კედელი, ჭიშკარი და დამცავი კოშკურები ქონდა . გალავნის შიგნით კი იყო შენობების კომპლექსი: ციხეები, სახელოსნოები, წისქვილები, საჯინიბოები, ჯარისკაცების სახლები და მთავარი სასახლე, სადაც დიდებული და მისი ოჯახი ცხოვრობდა.

მთავარი ჰოლი იყო სასახლის ცენტრი. აქ ლორდი, დიდებული ყოველდღიურ საქმეებს უძღვებოდა, მოგვიანებით ამ ჰოლმა სასამართლოს ფუნქციაც შეითავსა.

საინტერესო იყო ტრაპეზის ტრადიცია. დიდებულები საუზმეს დილას, განთიადზე მიირთმევდნენ ეს იყო : ღვინო და პური. სადილი კი ათიდან სამ საათამდე იყო განსაზღვრული.

ტრაპეზის დროს გრძელი მაგიდებს ერთმანეთს უერთებდნენ. ლორდი ყველაზე მაღალ მაგიდაზე იჯდა, სტუმრები კი რანგის მიხედვით სხდებოდნენ: ლორდის     ოჯახის წევრები, საეკლესიო პირები, თავადები და სხვა. უპირველეს ყოვლისა ლორდს ემსახურებოდნენ და თან მას შემდეგ, რაც მისი მსახური საკვებს გასინჯავდა, მოწამლული რომ არ იყოფილიყო.medieval_dinner

 

 

 

 

შუა საუკუნეებში ჩანგლები არ იყო, ამიტომ ადამიანები საკვებს ხელებით მიირთმევდნენ. თუ სტუმარი ძალიან პატივსაცემი იყო, მას თავისი ღვინის ჭიქა ქონდა, დანარჩენები კი თავის ჭიქას სხვა სტუმრებს უნაწილებდნენ. ასევე ისინი გადასცემდნენ ერთმანეთს თეფშებს და საკვებს. თუ სტუმარი არც ისე მნიშვნელოვანი იყო, იგი საკვებს პურის თხელ ნაჭერზე მიირთმევდა, ეს პურის ნაჭერი იწოვდა საკვების ცხიმს და წვენებს.

ტრაპეზის ბოლოს ნარჩენებს ღარიბ ხალხს აძლევდნენ, რომლებიც ჭიშკართან იცდიდნენ.

ადრეული შუა საუკუნეების სასახლეებს ქონდათ მხოლოდ ერთი საძინებელი, ლორდის ოჯახისთვის. საწოლი იმ პერიოდში ფუფუნების საგანი იყო ამიტომ დანარჩენებს იატაკზე ეძინათ. მთავარ ჰოლში მსახურები ჩალას დააგებდნენ და იქვე ეძინათ.

სამზარეულო ცალკე შენობად იდგა, რადგან ცეცხლის წაკიდების საშიშროება იყო.

რაც შეეხება საკვებს, სასახლის მკვიდრები მიირთმევდნენ იმას რასაც ფერმერები მოიტანდნენ: ღორის, ცხვრის ხორცს, თევზეულს, ფრინველს, ნანადირევს: გარეული ტახს და ჩიტებს. ხორცი მალე ფუჭდებოდა, ამიტომ ამარილებდნენ, რათა არ აყროლებულიყო. მზარეულები ხმარობდნენ ბევრ სანელებლებს, რომლებიც ფუფუნების საგანი გახლდათ. მიირთმევდნენ ბოსტნეულს  და პურს, თაფლს.

პირველი კულინარიული წიგნი დაიწერა საფრანგეთში 1306 წელს სახელად „პატარა ტრაქტატი“.

ხოლო ინგლისში 1390 წელს გამოიცა წიგნი, რომელიც მოიცავდა 200-ზე მეტ რეცეპტს.ASDASDA

შუა საუკუნეებში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არსებობდა მოდა და ჩაცმის სტილი.

900-1000 წლებში  ქალბატონების ტანისამოსზე გავლენა ქონდა ძველ ბერძნულ და რომაულ სტილს.  მათი ტანისამოსი ძალიან მოტკეცილი იყო, რათა ბოლომდე გამოეჩინა ქალბატონის ფორმები.

13-14 საუკუნეები: ამ დროს ფუფუნების საგანი იყო ოქროს ნაკეთობები, მოდურად ითვლებოდა მასიური ქამრები და ქვებით მორთული ტანისამოსი.

boethius_detail

 

სასკოლო ვიქტორინა “ეთნოსები და რელიგიები საქართველოში”


11 დეკემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდა ვიქტორინა თემაზე „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ PH International და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. ვიქტორინაში მონაწილეობას იღებდნენ სასკოლო სამოქალაქო განათლების ათი კლუბი, თითო სკოლამ წარმოადგინა გუნდი, რომლებიც შედგებოდნენ ექვსი წევრისგან. კლუბებს წინასწარ დაურიგეს მასალა, რომლის მიხედვითაც ვიქტორინაზე კითხვები შედგებოდა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ჩვენი კლუბიც „ახალი თაობა 53“. ვიქტორინა საკმაოდ საინტერესო იყო. შედგებოდა სამი ტურისგან, თითო ტურში ხუთ-ხუთი კითხვა.  ვიქტორინის ოლოს, გუნდების ყველა წევს დაურიგდა სიგელები და წიგნები „ ხელოვნების ამბავი“.

215162_492868637403276_1731672817_n

432199_492868804069926_1189885647_n ამის შემდეგ შედგა ლანჩი.

როგორც დაგეგმილი იყო, მონაწილეები წაგვიყვენეს ექსკურსიაზე : ვეწვიეთ მეჩეთს, სინაგოგას…. გიდობას თვით ამ დაწესებულებების სულიერი წინამძღვრები გვიწევდნენ.

ღონისძიებმამ არაჩვეულებრივად ჩაიარა….

522731_492876734069133_1807077751_n 487014_492876277402512_2095168371_n 12109_492874800735993_244164099_n 531812_492868530736620_2033247012_n

 

ძველი თბილისის ხედები

Gallery

This gallery contains 4 photos.


დღევანდელ სტატიაში  ვისაუბრებ თბილისზე, ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქალაქზე მსოფლიოში. სანამ გადავიდოდე იმ ულამაზეს ხედებზე, რომლებიც ეპანელ ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ ძველ თბილისში, ვთვლი, რომ აუცილებელია მისი დაარსების ისტორია მოგითხროთ,   თბილისის დაარსები სშესახებ მრავალი ლეგანდა არსებობს. ერთ–ერთის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით … Continue reading